16:39
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
მასობრივი მიგრაციის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია
30-01-2019

გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მტკიცდება, რომ კლიმატური ცვლილებები არა მხოლოდ ბუნებაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ პირდაპირაა დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტებთან და მიგრაციის მასობრივ ტალღასთან.

გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ კლიმატური ცვლილებები არის ერთ-ერთი საწყისი მიზეზი 2010-2012 წლებში ტუნისში, ლიბიაში, იემენში და სხვა არაბულ სამყაროში "არაბული გაზაფხულის" დაწყების.

კვლევის მიხედვით, მოვლენების ასეთი განვითარება რეგიონში საშუალო ტემპერატურის მომატებას მოჰყვა. ხანგრძლივი გვალვის და მტკნარი წყლის დეფიციტს გამო, ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდი მოსავალი მოდიოდა, რამაც სოფლები დააცარიელა.
იძულებითი ურბანიზაციის გამო, სირიის ქალაქები გადაიტვირთა და საცხოვრებელი ადგილებიც აღარ დარჩა, შესაბამისად, სწრაფად გაიზარდა უმუშევრობის რიცხვი. გვალვის და პროდუქტების ნაკლებობის გამო, ქვეყანაში აიწია ფასებმა და ამან უკმაყოფილება გამოიწვია.  ეს ყველაფერი მასობრივ პროტესტში გადაიზარდა, შემდეგ - პოლიტიკურ წინააღმდეგობაში და ბოლოს - სამოქალაქო ომში.
გაეროს მონაცემებით, სირიიდან 5,6 მილიონი ადამიანი გაიქცა, ხოლო კიდევ 6 მილიონი იძულებული გახდა, ქვეყანა მიეტოვებინა.

AutoPlay
საოცარია იმით, რომ დაახლოებით 2 მილიარდი წლისაა და ზედაპირი მუდმივად ღრუბლით აქვს დაფარული - მისტიური მთა მაგიდა ვენესუელაში
24-04-2019
მხედველობის შესახებ დასმულ თქვენს კითხვებს ოფთალმოლოგი პასუხობს
24-04-2019
PSP და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
24-04-2019
ტრადიციული რეცეპტით დამზადებული პასკები "სანდომისგან"
24-04-2019
300 წლის შემდეგ პირველად, პილიგრიმები ვატიკანის მარმარილოს წმინდა კიბის ავლას შეძლებენ
24-04-2019
ტბა, რომელსაც 6 თვე ყინულის იმდენად გამძლე საფარი აქვს, რომ ცხენით ჯირითობენ, მანქანებით და მოტოციკლებით დადიან - ეს "მონღოლეთის ლურჯი მარგალიტია"
22-04-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები