სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებმა ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში 16 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა, რომელიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.