თეთნულდზე დაკარგული ორი უკრაინელი ტურისტიდან ერთი უკვე ნაპოვნია. ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.თეთნულდზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები მეორე ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.