მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა 12 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც სკოლის შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 7,1 მაგნიტუსის სიმძლავრის მიწისძვრა 19 სექტემბერს მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პუებლა დე სარაგოსადან 50 კმ-ის სიღრმეში იყო. სტიქიას 250-მდე მოქალაქ ემსხვერპლა. ასობით ადამიანი კი დაშავდა. ძლიერმა ბიძგებმა ათასობით შენობა დაანგრია, მწყობრიდან გამოვიდა წყლისა და ელექტრო სისტემები. აღსანიშნავია, რომ 1985 წლის 19 სექტემბერს, ზუსტად 32 წლის წინ, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ჯამში 5000 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლებამ სამღიანი გლოვა გამოაცხადა.