22:43
18 ივნისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 4 წლის ბიჭი მშობლებისგან 3 კმ-ს მოშორებით ზღვაში შესული იპოვეს
25-07-2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში, კიდევ ერთი დაკარგული ბავშვი იპოვეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან დაფიქსირდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს სამუშაოები, ბიჭუნა კი რამდენიმე წუთში, მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით მაშინ იპოვეს, როდესაც ის უკვე წყალში იყო შესული. 4 წლის ბავშვი ამჟამად მშობლებთან იმყოფება, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხოების რეკომენდაციას იძლევა. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს/მოზარდებს და ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარული მიყურადება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე ძებნა გამოაცხადა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მე
26-07-2017
მიხედეთ ბავშვებს მშობლებო, მათზე ძვირფასი არის რამე???????????
სხვა სიახლეები