02:43
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
02-10-2020

მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან. 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან. აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს ეხებოდა.. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწვა მიწის მასა, ჩაიხერგა გზა, ადიდდა მდინარეები და ღელეები.

AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები