მაშველებმა დაშავებული მამაკაცი, შატილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელ შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები იმყოფებოდნენ.
პაციენტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.