მდინარე მტკვარში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები მტკვარში სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და შეატყობინა, რომ მტკვარში ადამიანი გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მაშველები მტკვარში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.