ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს უახლოეს პერიოდში გამოიყვანენ, - ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ.მათივე ცნობით, ტურისტების ადგილმდებარეობა და კოორდინატები უკვე დადგენილია და შესაბამისი სამაშველო ჯგუფები მათ გამოსაყვანად ადგილზე არიან გასული. ხუთივე ტურისტის მდგომარეობა ნორმალურია, ისინი განცალკევებით არ არიან და არც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შექმნიათ. უწყების ინფორმაციით, ტურისტებს ადგილობრივი მოსახლეობა მეთვალყურეობს და ეხმარება.
7 ივლისს, ტურისტებს გზა აებნათ და დაიკარგნენ. როგორც გუშინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ტურისტებისგან შეტყობინება SOS ზარით მიიღეს.