ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს. რთული მეტეოროლოგიური პირობების და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, სასაზღვრო პოლიციასთან და დაკარგულების ახლობლებთან ერთად, ჯანდარას ტბის სანაპიროზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. შემთხვევის ადგილზე ჩასული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ასევე აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.