მას შემდეგ რაც ძლიერი შტორმის გამო ვიდეოს გმირი პელიკანი თავის ჯგუფს იძულებით გამოეყო, იგი ადამიანს სახელად ჯეფრის დაუმეგობრდა. ჯეფრი მზრუნველი მეგობარი გამოდგა და დიდი მტაცებელი ფრინველი სათევზაოდაც დაჰყავს. თევზის ჭერა კი პელიკანისთვის აუცილებელია, რათა მან თავისი უნარი არ დაკარგოს და ფორმაში იყოს. ფრინველის უზარმაზარ ნისკარტზე გოუპროს სუბიექტური კამერაა დმაგარებული, რაც საშუალებას იძლევა უფრო მძფრად აღვიქვათ ყველაფერი.