ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა, ინსულტი ან გულის შეტევა. ოფიციალური სტატისტიკით, აშშ–ში ჰიპერტენზიით 85 მილიონი ადამიანი იტანჯება. ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ შესაძლოა არტერიული სისხლის მიმოქცევამ და ტვინის აქტივობამ ჰიპერტენზია გამოიწვიოს. 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჰიპერტენზიის რიცხვი გაორმაგდა.თუ გსურთ გაარკვიოთ არტერიული ჰიპერტენზია მაღალია თუ არა, სისხლის წნევა უნდა აკონტროლოთ. ზოგიერთ ადამიანს ჰიპერტენზიის დროს თავის ტკივილები აღენიშნება. არსებობს ისეთი რისკ–ფაქტორებიც, რომლებსაც ვერ აკონტროლებთ, მაგალითად, ასაკსა და გენეტიკას. ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს დაავადების ფონზეც, მაგალითად, თირკმლის პრობლემის დროს.
აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ჰიპერტენზია ქალბატონებზე მეტად მამაკაცებს აწუხებთ.