ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა, ინსულტი ან გულის შეტევა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ფიზიოლოგიური ცვლილებები ახლავს ჰიპერტენზიას. ოფიციალური სტატისტიკით, აშშ–ში 20 წლიდან ზემოთ ასაკში ჰიპერტენზიით 85 მილიონი ადამიანი იტანჯება. მათგან 20%–მა არ იცის, რომ ეს აწუხებს. რადგან ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მას "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.