მინისერიალი The Falcon and The Winter Soldier-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა.მინისერიალი Marvel-ის კინოსამყაროს ნაწილია, რომლის მთავარი გმირები შურისმაძიებლები - ფელკონი და ზამთრის ჯარისკაცი არიან. ნაცნობ პერსონაჟებს ენტონი მაკი და სებასტიენ სტენი ანსახიერებენ. სერიალის პირველი ეპიზოდი სტრიმინგ სერვის Disney+-ზე მიმდინარე წლის 19 მარტს გამოვა.