ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმების შეფასებით, მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატზე რჩება და დინამიკა საიმედოა.დაშავებულს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე გუშინ დაჭრეს. ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ინციდენტი სტადიონზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.