დღეიდან 18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, უწყების ინფორმაციით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.