მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, პროექტის თანახმად, იგეგმება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვა და მისი საფასურის დადგენა. ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.