მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან საკითხები ემატება. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება. ჯამში, საუბარია, 51 საკითხზე.მინისტრის ბრძანებას, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, თან ახლავს დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.