მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასაბარებლად ავტოსკოლებს სწავლება საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე არ შეეძლებათ - Palitra News

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩასაბარებლად ავტოსკოლებს სწავლება საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე არ შეეძლებათ

2022-05-03 12:30:57+04:00

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად, მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება. გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს.