მძღოლების ფსიქიკური დაავადებების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ექნება. სამინისტრო, მართვის უფლების მქონე პირთა ფსიქიკური დაავადების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს და შესაბამისი კანონპროექტიც უკვე შეიმუშავა. კერძოდ კი, უწყება, სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ინფორმაციას მიიღებს, მართვის უფლების მქონე პირის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ. ამასთან, სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს. თუმცა, ფსიქიატრიული დაწესებულებები პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ. ახალ კანონპროექტს მიესალმება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე. ეკა ლალიაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანილი პირები ტაქსის მძღოლები არიან. ლალიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, არაერთი ფაქტი გამოვლენილა იმის, რომ მძღოლს გარკვეული სახის ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალიანსში იმედოვნებენ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულელები, ასეთი პირებზე ინფორმაციის წვდომას, შინაგან საქმეთა სამინსიტროს არ შეუზღუდავენ.