მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს შესაბამისი გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავარაუდოდ შემოდგომიდან მოუწევთ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი - გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება.