მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა გადავადდა - Palitra News

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა გადავადდა

2018-06-28 11:17:15+04:00

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი პროექტი "თითქმის დასრულებულია"."ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება", - განაცხადეს უწყებაში.მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული.