2017 წლის 1 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 14 ადამიანს ამოეწურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქულათა ამოწურვის გამო მართვის უფლება თბილისში ათ, ხოლო ბათუმში, ოზურგეთში, რუსთავსა და თერჯოლაში თითო-თითო ადამიანს შეუჩერდა. ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ჯამში მართვის მოწმობაზე ქულათა შემცირების 231 ათას 312 ფაქტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 დეკემბრის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე 100 ქულა სრულად 251 ათას 687 ადამიანს აქვს შენარჩუნებული.