მარტვილის რაიონის სოფელ ზემო ნაგვაზაოში ჩიხლაძეების ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, სახლში ორი პენსიონერი და ცხოვრობდა. დაუდგენელმა პირებმა ორივე მათგანი აწამეს, დაზარალებულთაგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.შემთხვევა წუხელ, მოხდა. მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა სახლიდან თანხის ან სხვა რამის წაღება, ამ დროისთვის უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. როგორც პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღიძრა "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს და 109-ე მუხლით, რომელიც ანგარების მიზნით დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ითვალისწინებს.