გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.