მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან, რომლებიც არასრულწლოვანს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.
როგორც ერთ-ერთი მეზობელი ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა. მეზობლის ინფორმაციით, დაკავებულები მამა-შვილი არიან. 35 წლამდეა შვილი და 60 წლამდე მამა. მისივე თქმით ორივე დაკავებულს ცოლ-შვილი ჰყავს. როგორც მეზობელი აცხადებს მას შემდეგ რაც პოლიციამ დააკავა ბრალდებულები იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.