მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი. როგორც „პალიტრანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.