მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო. ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს. ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები.