გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, მარცვლეული კულტურების უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა განიხილეს. სამოქმედო გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ დაცული ინფორმაციის მოძიებას, გაანალიზებას და სისტემატიზაციას გულისხმობს.
ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.