მარწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. როგორც East fruit-ი წერს, გასულ კვირას ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პროდუქტი ისევ გაიაფდა. ამის მიზეზი კი იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლებაა.მათივე ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებს შორის, მარწყვი ყველაზე მეტად საქართველოსა და მოლდოვაში გაიაფდა. კერძოდ, საქართველოში პროდუქტის ფასი 26%-ით შემცირდა და 1 კილოგრამის ღირებულებამ 2 დოლარი და 19 ცენტი შეადგინა. მოლდოვაში კი პროდუქტი დოლარი და 96 ცენტი ღირს.პროდუქტი 6%-ით გაიაფდა უკრაინაშიც, სადაც მარწყვი საშუალოდ, 2 დოლარი და 67 ცენტი ღირს. ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა პოლონეთშიც, სადაც 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 2 დოლარი და 9 ცენტია. როგორც east fruit წერს, მარწყვი მხოლოდ რუსეთსა და ტაჯიკეთში არ გაიაფებულა. კერძოდ, რუსეთში პროდუქტის ფასმა 3 დოლარი და 83 ცენტი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 1 კვირით ადრე 3 დოლარი და 6 ცენტი ღირდა. ხოლო ტაჯიკეთში პროდუქტი 28%-ით გაძვირდა და 1 კილოგრამის ღირებულებამ 96 ცენტი შეადგინა.