მსოფლიო ბაზარზე მარწყვის სეზონი სტარტს იღებს, ფასები კი რეკორდულად დაცემას განაგრძობს. როგორც East fruit-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი თურქეთი, პრემიუმ სეგმენტში კი - ისრაელია.
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მარწყვის ფასი 22%-ით კიდევ შემცირდა, პროდუქტი ყველაზე ძვირი რუსეთშია. კერძოდ, 1 კილოგრამი მარწყვის ღირებულება საშუალოდ 7დოლარი და 2 ცენტია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც პროდუქტის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 1 კილოგრამი მარწყვის ფასმა 3 დოლარი და 35 ცენტი შეადგინა.
ექსპერტების შეფასებით, ფასების საკმაოდ ნეგატიური დინამიკა შეიმჩნევა საქართელოში, სადაც მარწყვის ღირებულება 20%-ით შემცირდა და 1 კილოგრამი პროდუქტი საშუალოდ, 2 დოლარი და 97 ცენტი ღირს. ამასთან, საქართველოში ადგილობრივი და იმპორტირებული მარწყვის ფასები საკმაოდ განსხვავებული იყო. კერძოდ, მაღალი ხარისხის შიდა სასათბურე მარწვის ღირებულება 5 დოლარიდან და 57 ცენტიდან – 6 დოლარამდე და 68 ცენტამდე მერყეობდა, ხოლო საბითუმო კომპანიების მიერ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციის ფასი - 2 დოლარამდე და 23 ცენტამდე იყო.