მარტში ვადაგადაცილებული სესხები 14 მილიონ 700 ათასი ლარით შემცირდა და 366 მილიონ 600 ათას ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.
სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 46.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55 პროცენტს გაუტოლდა.