მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17 %-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი, ისე მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 19,7%-ით გაიზარდა და 17 952 ერთეული შეადგინა, მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 16,1%-ით გაიზარდა და 49 462 ერთეული შეადგინა.