2017 წლის მარტში თებერვალთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4%-ით შემცირდა; 2016 წლის მარტთან შედარებით კი 9,1%-ით გაიზარდა. "საქსტატის" ცნობით, მარტში წინა თვესთან შედარებით გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 1,3 %-ით შემცირდა, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში მინუს 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე.