2022 წლის მარტში საქართველოში საკრედიტო ბარათების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ერთთვიან ინტერვალში ზრდამ 41,4% შეადგინა, ერთწლიანში კი - 50.8%.
უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე მიმოქცევაში იყო 827 966 ერთეული საკრედიტო ბარათი, 1-ლი მარტის მდგომარეობით კი 585 326, ანუ ერთ თვეში ბანკებმა დამატებით 242 640 ერთეული საკრედიტო ბარათი გასცეს. 2021 წლის 1-ლი აპრილისთვის სულ გაცემული იყო 548 730 საკრედიტო ბარათი.
რაც შეეხება სადებეტო ბარათებს, აქ კლება დაფიქსირდა, თუმცა მინიმალური რაოდენობით. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 1-ლი აპრილისთვის ქვეყანაში 6 273 593 სადებეტო ბარათი მოქმედებდა, 1-ლი მარტის მდგომარეობით კი 6 274 957.