2017 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 071 ერთეული შეადგინა, რაც 24,4%-ით მეტია თებერვალთან შედარებით, ხოლო 3,3%-ით მეტი გასული წლის მარტთან შედარებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 95,4% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 4.6% -არასამეწარმეო სუბიექტი.
უწყების ცნობით, გასულ თვეს ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 232 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 39 კოოპერატივი, 17 სააქციო საზოგადოება, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 კომანდიტური საზოგადოება, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.