2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188 მილიონ 171 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125 მილიონ 865 ათასი დოლარი შეადგინა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში კი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388 მილიონ 825 ათასი დოლარი იყო, წელს 3 თვეში კი 499 მილიონ 306 ათასი დოლარი.ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32 მილიონ 192 ათასი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30 მილიონ 508 ათასი დოლარი შემოვიდა.