07:19
27 ივნისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მარტოსულობას გენეტიკას უკავშირებენ - რა გამოარკვიეს მეცნიერებმა 450 ათასზე მეტი ადამიანის დნმ-ის შესწავლით?
01-10-2018

დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს მარტოობის განცდას. თუმცა, დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მარტოობის გრძნობაზე პასუხისმგებელი ხშირ შემთხვევაში გენებია.

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელბმა შეისწავლეს 452 302 ადამიანის დნმ. მონაწილეები პასუხობდნენ პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებსაც. მოხალისეები ჰყვებოდნენ, რამდენად ხშირად ნახულობდნენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე რამდენად შეეძლოთ სხვა ადამიანების ნდობა.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის მარტოსულობა განისაზღვრება მისი გენებით. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მარტოობის გრძნობა გენეტიკურ დონეზე დაკავშირებულია სხეულის მასის ინდექსთან. წონის დაკლებასთან ერთან შეიძლება ნაკლებად მარტოსულიც გახდეთ. მარტოობასთან დაკავშირებული 15 გენეტიკური უბნის გარდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რელიგიურობასა და სპორტული აქტივობის სიყვარულზე პასუხისმგებელი კიდევ რამოდენიმე ზონა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები