სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, 27 იანვარს ნინოობასთან დაკავშირებით წირვა- ლოცვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
გუშინ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ საღამოს ლოცვა შეასრულა.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.