საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში.