მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის იმპერატორ დიოკლიტიანეს მხედართმთავარი იყო. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რისთვისაც სასტიკად აწამეს, 303 წელს კი თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.