მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.