მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად სადღესასწაულო წირვ სიონის ტაძარში აღავლინა.ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.