მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
წმინდა სახარების მიხედვით, საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.