მტვერი დიასახლისების დაუძინებელი მტერია. მასთან ბრძოლა ადვილი როდია, ის თვალსა და ხელს შუა ჩნდება. გარდა იმისა, რომ მტვერი თქვენი სახლის იერსახეს აუშნოვებს, ის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, რადგან იწვევს ალერგიას და აღიზიანებს თვალს.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მტვერთან საბძოლველად ყველაზე ეფექტური სახლის სველი წესით დალაგებაა. ავეჯი ყოველდღიურად კარგად გაწურული სველი ჩვარით უნდა გადაწმინდეთ. მინიმუმამდე დაიყვანეთ სახლში ფუმფულა სათამაშოების რაოდენობა, ისინი უბრალოდ მტვრის ბუდეა. ძალიან ბევრი მტვერი გროვდება ხალიჩაზე და ფარდებზე. ამიტომ, ვისაც სახლში ხალიჩა გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაირეცხოს. ყოველდღიურად კი მტვერსასრუტის გამოყენებაა აუცილებელი. ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გაანიავოთ ოთახები. მოერიდეთ ფანჯრების ქარში გაღებას. ეცადეთ ხშირად გაწმინდოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა: კომპიუტერი, ტელევიზორი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი. იმისათვის, რომ თქვენს სახლში მტევრი არ იყოს, აუცილებელია თვეში ორჯერ სახლის გენერალურად დალაგება.