მიმდინარე წლის მარტიდან თბილისის მერია დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს.
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით მერიას მნიშვნელოვანი სიახელეები აქვს და 2020 წელის ორი ძირითადი მიმართულება იქნება, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. კალაძის განმარტებით, პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მეორე პრიორიტეტი არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.
მერის თქმიტ ადრეულ სტადიაზე გაფანტული სკლეროზის მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე.