SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ SpaceX-ი განვითარების ფაზას აჩქარებს. რაკეტა მარსზე წასასვლელად არის შექმნილი. მისი თქმით, ხალხს უკვე აქვს შესაძლებლობა მარსზე წასასვლელი ბილეთები წინასწარ დაჯავშნოს. ხალხი კიპლანეტაზე მას შემდეგ გაემგზავრება, რაც კოსმოსური ხომალდი ორბიტიდან დაბრუნდება. მასკის სურვილია კოსმოსურმა ხომალდმა სატვირთო გადაზიდვა მარსზე 2022 წლამდე განახორციელოს. 2024-ში კი წითელ პლანეტაზე ადამიანები გადაიყვანოს.