2016 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა, რაც 5 513 ვიზიტს გულისხმობს. წლის განმავლობაში ვიზიტორებსა და ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტები. აღნიშნულ მარშრუტებზე ასევე გაიზარდა საოჯახო-სასტუმრო სახლების რაოდენობაც. 2016 წელს, ტურისტებსა და ვიზიტორებს 20-ზე მეტი სახლი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც.