სამხრეთ ამერიკული მედიის ინფორმაციით, არგენტინის რივერპლეიტის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო გალიარდომ შესაძლოა კატალონიის ბარსელონა ჩაიბაროს. გავრცელებული ცნობებით არგენტინელი სპეციალისტი ლიონელ მესის რჩეულია და სწორედ მისი რეკომენდაციით მოხდა სპეციალისტის კანდიდატურაზე განხილვა. შეგახსენებთ, რომ გალიარდო "რივერ პლეიტში", "მონაკოში", პსჟ-ში, "დისი იუნაიტედსა" და ურუგვაის "ნასიონალში" თამაშობდა, "რივერ პლეიტს" 2014 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი, მიმდინარე სეზონში კი კვლავ ფინალშია, სადაც ფლამენგოს დაუპირისპირდება.