ესპანრუი ვალენსიას მთავარი მწვრთნელი, მარსელინო დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თავად კლუბის მფლობელმა, პიტერ ლიმმა მიიღო. მარსელინიო "ვალენსიას" 2017 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ ზედიზედ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში კი ესპანეთის თასი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში "ვალენსია" 3 ტურის შემდეგ 4 ქულით ლა ლიგაზე მეათე ადგილზეა.